გიწვევთ, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე:
ფორუმი N21
რა გავლენა აქვს კორონავირუსის პანდემიას ეკონომიკაზე?
9 ოქტომბერი 2020, 17:30 საათი, Zoom
მოხსენებით წარსდგებიან პროფ. დოქ. შტეფან ოკრუხი (ბუდაპეშტის ანდრაშის უნივერსიტეტი, უნგრეთი- ეკონომიკის პოლიტიკის ინსტიტუტი) და თეიმურაზ ხომერიკი (ეკონომისტი, ლექტორი და საჯარო ფინანსებისა და კერძო სექტორის განვითარების ექსპერტი). მოხსენებების შემდგომ გაიმართება დისკუსია.
მონაწილეობის მიღება უფასოა და შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე.
სამუშაო ენა არის ინგლისური.
ფორუმს შეგიძლიათ დაესწროთ შემდეგი ლინკის მეშვეობით:
Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/94862806244 Meeting ID: 948 6280 6244
მოხარულნი ვიქნებით, თუ მიიღებთ მონაწილეობას!